ვინაც


ღამისპირს  მზის სხივს მოვყვები,
რომ მოგეპარო ცისკრად,
რომ მამალივით ვიყივლო,
 კვლავაც გავთენდე დილად,
რომ კრიმანჭული მოვსძახო 
შენს ხევებსა და ბარებს,
ვიცი ათასგზის ნატყვიარს 
არ მომიხურავ კარებს,
წყაროსპირს ავიშრიალებ
შენი დალალის ყირმიზსს,
შენი ტყეების ჩრდილებში
 მათრობს ბღავილი ირმის,
შენი ყანების ზღვაური 
ამიცახცახებს მაჯას,
უშენოდ ჩემი სიცოცხლე
 დაემსგავსება დასჯას,
ვინაც მასწავლა შეცნობა
 მომხვდურისა და მოყვრის,
ვინაც ძილის პირს მიამბო 
ამბავი: ვეფხის,მოყმის ,
ვინაც გუშაგად აღმზარდა
 ცადაზიდული კოშკის,
ვინაც ცრემლებად მაწვიმა
 ხანძთას ბანას და ოშკის,
უმამულო და უმწეო სხვას, 
რომ მიუჩანს დავლად ,
მათი შეწევნის სურვილი
 ვინც დამიწესა ვალად,
ვინაც აკვანში ჩამითქვა
 რა ავალია ქართველს,
წასვლისას არ შემიგინონ
 ჩემი სასახლის გამთლელს,
ვინაც შიგ გულში ჩამიდო,
ვით კრიალოსნის აცმა,
მამულისათვის სიკდილი 
ვინც დამიწესა ჯვარცმად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი