წლები, წლები სიჭაბუკის


გახსოვს ქვილიშორის ღამე
ქარი, თავქენქერა ურჩი?!
 იზაბელა - სისხლით სავსე,
 გატეხილი დოქის ტუჩი!

გზა - რიყის ქვით მოკირწყული 
ვიწრო სუფრა წამიერი,
 მერე - ლექსი მოხდენილი
ძველი „მრავალჟამიერი“!

განთიადი - სასწაული
 მზე - შვინდისფრად დაფერილი,
 წლები, წლები სიჭაბუკის,
 მარადისში გაფრენილი...

გახსოვს ქვილიშორის ღამე,
 ქარი, თავქენქერა ურჩი?! 
იზაბელა - სისხლით სავსე
 გატეხილი დოქის ტუჩი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი