იმედი


ხმა...
სადა ხარ!
დუმილი...
პასუხი
უჩვევი პაუზით
მომთავრდა...
მერე კი,
მერე კი
კაი ხანს
ციურში 
ვარკვევდი
ხორცი,რომ 
მომკვდარა...
და მაინც 
ხმა ისმის...
დუმილი,
პაუზა...
მობრძანდით,
მიგიღებთ,
მომესმა შორიდან!
დილა იღებავდა 
წვერ-ულვაშს
ცის ინით,
მიმიღეს სიცილით,
მიმიღეს სისინით...
ჟამი კი უჟამოდ
ქანაობს 
ყულფივით
იმედი?!
ინებეთ-პანდორას ყუთივით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი