მე და მორისი
ვიცი, როგორ ამერიე ხსოვნაში აღარც შენი ხატებაა წმინდანის, ჯვარზე გაკრულს მიყურე და მაინც სულ ბოლომდე ჩამაჭედე ლურსმანი! შენი ვარ-თქო მოგძახოდი შორეთით და პარნასის ღრუბელს ამონთებულმა, ვერ გავიგე,როგორ გაქრა სიზმარი, პოეზიის მადლით მირონცხებულმა. ხან ქართველი, წესითა და ადათით, ხან მგოსანი, რუსთაველის გორისი, მერე რა, რომ მთაწმინდაა უშენოდ მერე რა, რომ იქაც სხვათაშორისი პოეტები წვანან "ოქროს წონისი"! ლერწამ-სტვირთა საგალობელთ შორისი სივრცეებში მზერად ანაწონისი მარადისში, მარადისში, მარადისში დააბიჯებს მორისი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი