მე აღარ მახსოვს
ვეღარ ვუწამლე მარტოობას შლეგს და დაზაფრულს, ქარისფერ მარტებს, თეთრ აპრილებს, და მთვრალ გაზაფხულს, დაინაწილებს სულის მუზა იებს და ვარდებს, ცის ლაჟვარდებს, მზეებს არნახულს... სასიყვარულოდ დაირწევა ვენახზე ლერწი, მდელოზე ღინღლი, აიმღვრევა სასიყვარულოდ... და ჩუმ ალერსში ჩააკვდება ვნება სიშიშვლეს! მე აღარ მახსოვს თუ ოდესღაც ვსუნთქავდი შენით, ვხარობდი შენით, ოდეს დავტოვე ოაზისი ლურჯი ჩრდილების, და მივაშურე უდაბნოთა გამოქვაბულებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი