ბედობა


დაკარგავს და მერე ეძებს
დარდს უმატებს საწუხარს,
ფრთაფარფატა თეთრი ფიფქი
ათოვს ხსოვნის სახურავს,
და ეს ღამე საზიარო 
ახლა მარტო მენდობა, 
დილით დუქანს ჩავუარე 
წლებს ვუთხარი შენდობა,
ნეტავ ისე დამათოვა
 ის ბავშვური ბედობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი