ოდა „მრავალჟამიერს”


სულში იჭრება სევდა დაცლილი ალაგ წუთიერი, ალაგ წამიერი, ხმათა სისადავე ვარდია გაშლილი, მირონცხებული „მრავალჟამიერი“!

გუგუნებს ჰარმონია უფლისგან ნაკურთხი, დიდია ჟინი და სურვილი ამ კუთხით; ზეცას მისწვდება არვისგან არ თქმული ღაღადი ივერთა - საქვეყნოდ განთქმული!

მოსირმულ ჩოხებში ჩამსხდარან ვაჟები, ამშვენებს ვაჟკაცებს ქორული იერი, ღვთიური ჰანგები ელვაა აღმგზნები, იღვრება ჰაერში „მრავალჟამიერი“!

ასაკით მთვრალია ბებერი ვენახი, ბახუსი კანკალებს უკვე ხანიერი, ქვევრებში ატოკდა ღვინო და ცახცახებს ერთ მუშტად შეკრული „მრავალჟამიერი“!

ჩათავდა სიმღერა... ამად ღირს გაჩენა, ჯამებს შესევია იმერ-ამიერი! აკურთხოს უფალმა სიცოცხლის გამჩენმა, მირონცხებული „მრვალჟამიერი“!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი