მღერის საქართველო…


მუმლი მუხასაო“... მღერის საქართველო
 გაწვევა ტატნობზე მზე - „ოქროცურვილი“
 სხეულში ცახცახებს უცხო ქარტეხილი,
 უსაზღრო სიშმაგე გრძნებათა სურვილის.

ჰანგი დამწევია, არსაით ფონია 
ველად ცააშლილი ღელავს ქრიზანთემი, 
ზეცას შეეტირა „მეცხრე სიმფონია“,
 უფლის საკადრისი, ძღენად მისართმევი!

სულში ჯადოსნური როკავს სიზმარეთი
ნავარდობს ნუკრია და ალაგ შველია, 
ცისკარს ეგება ლაღი საირმეთი, 
სისავსე ფერების თამაში მშლელია,

რაც უფრო მაღალია, უფროა დიადი
 ქართული გენია - მარადის ნეტარი,
 მუხლზე დაჩოქილი თვრება განთიადი
ფუტკრისგან გესლილი უტკბესი ნექტარით...

და რაც მაბადია შენით ნაბოძარი
სხვათა სიამაყე არსით მირევია, 
გალობს სადიდებელს ბაგრატის ტაძარი,
 მღერის ქართველების ტურფა ივერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი