გახსოვს?!
გახსოვს?! ოქროს ჩარდახი მწუხარება რიონის, ზვირთნაფერი ნაპირი მყუდრო სანატრიონი?! დღეთა შემოღამება დაბანდების ზიარი, გაცრეცილი საღამო და ჩრდილების რიალი! მოშრიალე ჭადარი ქარი გზა არეული, ცხელი, როგორც ღადარი ბაგე ნდომით დამდნარი! გახსოვს?! ოქროს ჩარდახი მწუხარება რიონის, ზვირთნაფერი ნაპირი მყუდრო სანატრიონი?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი