ის არ მომკვდარა


ის არ მომკვდარა,
ისე შენშია, 
ისე ჩემშია, 
ისე ათასში,
 ათიათასში... 
და ზოგჯერ ერთში, 
მაგრამ რომ იგრძნო
 წუთითაც მაინც, 
წამითაც მაინც,
 იწამო უნდა, 
რაგან ამ ქვეყნად 
საზრუნავი,
 ჯაფა,
 წვალება, 
არაფერია -
თუ შეძელი
გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი