რიყეს
რიყეს- ამ გზას რომ მივყვე, მოკირწყულ ბილიკს და ხეთა რიგებს, შემომხვდეს იქნებ ბავშვობა ჩემი და გაზაფხულად ქცეული წამი... წყაროთა ჩრდილებს სიანცით მივდევ, აკაციებზე ეცემა ძერა, გარდასულს ვზვერავ ნაცნობი მზერით და სულში ისე იჭრება სევდა… „საგველიათან“ სიამით დაღლილს, ბროწეულების ცხლი ანთია, ასე მგონია ჩერდება აქ დრო და მერამდენეს ვხვდები განთიადს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი