სული ტირის
მაგონდება წყაროს პირი მოკირწყული, ხეთ ჩრდილი და ჩიტების ჩურჩული, მომენატრა, განმიახლდა გულში წყული, აქ ამღერდა ჩემი ყრმობის ბულბული „საგველია“ სატალახე ბილიკებით (ახლაც მახსოვს, დედამ ქორს,რომ მიუქშია), სერის კიდეს მოადგა წალდგაჩრილი და შესძახებს არემარეს „გიუშია!“ „სკვინჩას ღელე“ - საკალმახედ ამღვრეული, "ბროწეული ახლეჩილი ლაყუჩებით", მომინდები, მწყურვალივით მოგაშურებ ავტირდები - შენს ალერსში გავყუჩდები... მენატრება ტყემლის ხეთა აჩრდილები სული ტირის, ის მარადის ობოლია, საღამოსპირს ეზოს კარებს მოადგება მოვედიო, - შემობღავლებს „ობოლია“! ვაზის ლერწი - დიაცივით ცრემლით სავსე გაზაფხულის უტყვი მახარობელია, მენატრებით, უსაშველოდ მენატრებით, მაგრამ ახლა, ახლა არსად მომელიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი