მურთაზ კანკაძეს


მუხლი - მაგარი,  რწმენა ურყევი
მტკიცე მარჯვენა, ნაღდი კაცობის... 
ბევრჯერ შევავსეთ, ერთხელ კი არა 
და უხმოდ შევსვით ჩვენი გაცნობის!

დრომ უცნაური გზებით იარა
(თუმც მისას ითხოვს წუთისოფელი), 
წყეულიმც იყოს ამ სიახლოვის
და მეგობრობის უარმყოფელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი