მივყვები ქუჩებს
მივყვები ქუჩებს დღე გახდა მოკლე იანვრის სუსხი ჩრჩილივით დაზრა, ვიხსენებ წარსულს და ვასკვნი მოკლედ; დამღალა დროში მყოფობის აზრმა! კვლავ მოსჩანს სივრცე უფერო ბადროს ჩემს თავში ვარჩევ წაგებულ ტურებს, და ახლა მთვარე ისეა ახლოს აშინებთ მისი დანახვა ტურებს! ვუყურებ შორით ასტრალურ ხაზებს და ეჭვებს ეჭვით ვუცხადებ დასტურს, დაესვენება ზღვა თევზის ფხაზე, როგორც ტიტანი გადაღლილ სატურნს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი