ვერ გიერთგულე


ვერ გიერთგულე უფალო
მღვრიე საწუთრომ შემსვა,
ცოდვას ვერ ვჭირისუფალობ
ვერ მოვერიე ეშმას.
დრო დოლაბივით ტრიალებს 
გულს საფქვავივით ღერღავს,
ქრება და ისევ იალებს
კვდება და ისევ ფეთქავს!
ხან ვბნელობ, ხანაც ვმზიანობ
ხანაც უცრემლო ზღვა ვარ,
არ ვსტირი ისე ვხმიანობ
ტკივილს ვახურავ  ყავარს.
ჟამს ბალდახინით მივათრევ,
ვით წუთისოფლის ერქვანს,
ვცოცხლობ და ვიბრძვი იმისთვის,
რომ შენი შვილი  მერქვას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი