ასი წელი


ასი წელი გაგითენდეს 
ლოცვით
ასმეერთეს ჟამი აქცევს 
ტიალად,
კვლავ აღმართებს მივუყვები
ცოცვით
შენგან ქმნილი ღმერთო
ადამიანად...
და სხეული ახლა ისე
მეწვის,
არ ვარ მიწის, ეგებ არ ვარ
ამ ცის,
განა შემრჩა მადლი ერთი
ბეწო,
მოთავკაცეს შენი უღვთო
ჯვარცმის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი