ოცდაცამეტი.


საკუთარ თავთან
წაგებულ ბრძოლებს
თითებზე ვითვლი...
(ჟამს სცენის მიღმა
ყოველთვის ჰყავს 
დამკვრელი ტაშის),
ისედაც ვიცი_ ნასროლ
ტყვიას ვერ დაიბრუნებ,
არც ყბედის სიტყვა
მობრუნდება აქლემის 
ყბაში.
ოცდაცამეტი მეომარი
მიმშვენებს კარავს,
და ჩემში სუნთქავს
საუკუნის დაღლილი 
რიტმი
თუ რამედ ვითქმი _
გეფიცები ჩემს ალალ 
კალამს,
ათას დელგმაში
გაუკვალავ  ბილიკებს
ვკვალავ,
ვით, მოჰიკანი პოეზიის
ათას წლის იქით!
სტროფები, სტროფებს
სიტყვა, სიტყვას
ჰფენს ჰანგს წკრიალას,
სტრიქონთა წყებებს
შემოვძახებ ომახიანად!
ოცდაცამეტნო! 
ბრძოლა დავთმეთ,
ომი კი არა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი