მშვიდობით!


აღარაფერი არ 
დარჩა წმინდა
სამყარო მიაქვს 
მრუმე ქაოსებს
და აღმაფრენა,
 რომელიც მღლიდა
ახლა მტანჯველი
 სევდით " მაოსებს"!
ვერა ვერასდროს
 შეგინდობ, რადგან
ისე მძიმეა
 შენით " მწუხრები",
ჩემს თავს " უბადრუკს,
 გვემულს კი არა
ზეცაში თვით "
 ღმერთს დაამწუხრებდი"!
ვიცი,  რაც მერგო
 წუთისოფლისგან
და ამ განაჩენს
 ვიღებ " ზაფრებით",
არ მსურს ვიცხოვრო
 ისევ მითებში
ან ვინუგეშო
 თავი ზღაპრებით!
ახლა ტკივილებს '
ქცეულს წამებად
ხმაში კვლავ უდგას
 სულ სხვა "ლაქარდი",
შენ თავად არქვი
 შენს თავს სახელი 
გაფრინდი,  გაქრი, 
 ანიავქარდი!
მინდა ბოლოჯერ 
ამ ცის კიდემდე
გამოგაცილო 
მრუდს და "იავარს",
მშვიდობით! რა ვქნა 
გთხოვ დამივიწყო,
როგორც ვივიწყებთ
 ხოლმე იანვარს!
ისევ მივედი
ზღვარის გამყოფთან
ლარნაკში ვტოვებ
ცრემლსა და იებს,
მე შეველიე
შენით არ ყოფნას
და უშენობას ვერ შეველიე!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი