ეს თებერვალი


ამოვისუნთქე აპრილივით
 თეთრი ზამთარი,
ეს თებერვალი 
ალბათ მომკლავს
 ისე უღვთოა,
ხელი მოჰკიდე 
მეგობარი ხედავ
დამთვრალი,
დღეს ჩემზე '
მეტად ეს ჭადრები
მგონი უფროა...
არ დაახანო დროს
 მუცელი ისევ მოშლია,
მრუში ქალივით დრო 
ისევე უნდა გაბერწდეს,
ნაძვები, ნაძვებს ქარიანში
ისე ლოშნიან,
უჩემოდ ალბათ
 ამ სტრიქონსაც
თავად დაწერდნენ...
ეგების მარქვა წუთისოფლის
 შენ ხარ მესტვირე
და მრავლის მკერდსაც
 შენი სიო ესალბუნება,
ისევ ყალყზეა შემომდგარი ჟამი
ვით ჰუნე და სიცხადეზე
 "დღეს სიბრიყვე მესაუბრება!"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი