****


დავწერ და წავალ...
 ქვის ხანიდან 
 სჩანს ნაკვალევი
 პირველი სტროფის... 
სისხლის წვეთებით
 დაგიწერე ჩემი ამბები
 არ ვიცი - მოაღწევს
 ალბათ, შენს გულამდე...
 ბოთლიც ვერ ვნახე
 სულ ერთი ბოთლი
სულის კიდობნად, 
წვიმდა და წვიმდა
 ჩემ სხეულზე 
ცეკვავდა გედი,
 ან იქნებ სულ სხვა
 ქიმერები მესხდენ უბეში
 იქ, სადაც ახლა
 არ მაქვს გული,
 რადგან მეგობარს
 გადავუნერგე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი