ასწი თასი
ასწი თასი დამილიე ამ მზისა და ამ ცისა, შენს ალერსში აკიაფდა მინდორ- ველი ნარცისად! დილით ცისკარს ვაჭიატე ღვინო ვასვი ყანწითა, აბორგებულს ქვევრის თავთან მთვარეს სძინავს დარდითა, ღვინის მადლი თუ წამიწყდეს ქვევრის თავზე დამწვითა! სიჭაბკემ გაირბინა გულში სიმი ჩაწყვიტა, ნაადრევად შეღამდა და ვერცხლისფერად გაწვიმდა! ხმლის ვადაზე ცრემლი წვეთავს მზე ციაგებს ყაწიმთა, ასწი თასი დამილიე სადღეგრძელო ამ წლისა! დამილოცე ფუძე-ჭერი ანგელოზი ნათლისა, სანამ ჟამი ულმობელი ჩემს კუბოსაც გათლისა, ღმერთო ერთხელ მომასწარი გაბრწყინება ქართლისა!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი