ვინ მეტყვის?


ვინ მეტყვის ახლა 
ეშველება ჩვენს მიწას 
ქართულს?!
მავანი ლხენით,
გამეტებით 
აკვენესებს ფანდურს
და რუდუნებით 
ხელს ულოკავს
ზნე-შეშლილ ყანდურს!
ჩამოეფარა 
ბინდისფერი 
ზეცას დარაბა,
მეგონა ერთი, 
ათიათასს
ვუმზერ ბარაბას!
დროა ასეთი მაიმედებს
ქლესვით მედროვე,
ცხირეთის გზაზე   
მიბუტბუტებს კენტად
თევდორე!
ხანდახან ვფიქრობ
 ჩვენი ტვინი
 ფეხებს აბია!
დღეები,დღეებს უსამიზნო 
ტვირთად წაბმია!
შორს მთის კალთაზე
 ზარებს რეკდა
 მნათე ამ დილით,
(მუხლზე დამდგარი 
მადლს სწირავდა 
უფალს რაბინი!)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი