განა ვინ ვარ?


ამატკივო გინდა გული?!
არ გამოვა,
არცა სცადო ყოველივე
ამაოა,
მინდორ- მინდორ
ხევ- ხუვებში შენც, 
რომ გევლო,
მიხვდებოდი სად დავკარგე
საქართველო!
უგულო ვარ!
სხვისი ხელის
 შემყურე ვარ,
აღარც მახსოვს,
 ვინ ვარ რა ვარ,
მე ვინ მკითხა ჩამესუნთქა
შენი ჰავა?!
დრო მოვა და, როგორც მოველ,
ისე წავალ...
უბედობა დამაბედეს 
არა ვბედობ,
მთვარიანში ცრემლი 
მსდის და
ვგუთნისვდედობ,
სევდით სავსე ხურჯინს მხრებით
დავატარებ,
გამატარე....რას გაიგებ
 რა მაწვალებს?!
ვინღა მთხოვა აკვნესება
 გუდა_ სტვირის,
ბრიყვთა გამო ბებერ ტაოს, 
რად მივსტირი?!
განა ვინ ვარ?!
" დაკარგული საქართველოს 
აშუღი ვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი