მოლოდინი
ვლეწავ საათებს და ვამსხვრევ ბროლებს! უცხო ხმაურით ვიმშვიდებ ნერვებს,ჩემი გიტარა აღარ უკრავს გაცივდა მგონი და მეც თაფლს ვუსმევ გადაღლილ სტრუნებს! ღამეებს ვუყოფ აპრილის მთვარეს და უშენობას, სადღაც შორს ვნებით გაჰკივიან მიკიოტები,აღარ მშურს მათი, მთელი სამყარო დავთმე და გელი... ლოდინის ტანჯვა უამურია,როგორც ცხენის რძე, ( ჩემი წინაპრები სვამდნენ ურდოში) არ ვკიცხავ წარსულს და არ ვენდობი ჩემს მომავალს, უთქმელად ვიცი დღეის და ხვალის,აღარ მაშინებს მოგონილი შესაცნობელი… და ასე ვკვდები შენს მოლოდინში თითქმის ყოველდღე: მამალი ,დედალს ამბორს უყოფს სიასამური და მათი ტრფობა ჩემს დამზრალ გულს ესალბუნება, (ისევ ყალყზეა შემომდგარი ჟამი ვით ჰუნე და სიცხადეზე დღეს სიბრიყვე მესაუბრება)!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი