მიტოვებული სიმარტოვე
არ ვიცი საით წამოგყვე ღმერთო მიჩვენე ჩემი სახლი ჩემთვის აღთქმული, თიხის ჭურჭელში გაციებული გამითბე სული, რომ შევძლო ლოცვა! შენ უკეთ უწყი მე ლექსად ლოცვა ვისწავლე მხოლოდ. მასწავლე გზა შენსკენ სავალი, ჯოჯოთა არულს ვაყოლებ ფიქრებს და აღარ ვიცი სად ვიწყები და სად მთავრდები...მოსაბეზრებელ ზამთრალ ვიქეცი, უთოვლო ზამთრად ციგაც კი არ მაქვს ,რომ გავექცე ამ სიმარტოვეს, ვიცი დავცხრები ადრე თუ გვიან,როცა დაშრება ალღო შეცნობის და მიტევება უტყუარი გარდაულობით იქცევა ფერფლად! ჩემი საზიდარით წავასვენებ უსუნო ვარდებს, უფერო სივრცე დამირწევს აკვანს ჭადრის ჩეროში , არ ვიცი სად ვეძებო გზა, რომელიც მიმიყვანს სახლში იქ ,სადაც მოხუცები მელოდებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი