არავინ იცის


არავინ იცის სად ვიწყები და სად ვმთავრდები...
არაფერია უსასრულო ამ ცისქვეშეთში,
არც ეს მდინარე ასწლეულთა მკერდზე მომწყდარი,
არც ეს გზებია იდუმალი და უკვალავი...
არ ვიცი, რისთვის დავემდურე სულის სიმშვიდეს, და ყველა თიხა, როდი ვარგა
ახლა საჭურჭლედ!
თითქმის ყოველ დღეს მოაქვს სევდა
ამგვარი გზებით,
უცხო სიცივე ეუფლება დაბინდულ მზერას,
შორს სივრცეებში იკარგება მზე სისხლისფერი, და   წეროებიც ასე ჰკვეთენ სველ ჰორიზონტებს...
ჩემს ცხელ ბაგეზეც, ასე  დნება
მყინვარწვერები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი