მე ,რომ მოვედი.


მე, რომ მოვედი აღარ დამხვდა, 
არც მზე, არც მთვარე,
არც  შენი სახე ზამთარივით დავიწყებული, არც ის საკაბე აღარ მახსოვს მე რომ გიყიდე, აღარც ის ლექსი შენზე მოძღვნილი... შენ ვერ გაიგებ, რისი დიდი სურვილიც  შენ გაქვს _ჩემს უდროობას, შენ ვერ იხილავ ბებიას ნაქონ ქვასანაყში დანაყულ სიზმრებს, საცერში გაცრილ ბავშვის ცრემლებს  ზღვასავით 
სუფთას, ანაც საერთოდ ერთ დღეს იგრძნობ ჩემს არსებობას...თუმცა თავაზით შეგახსენებ ათასჯერ ნათქვამს:
არ ვარ ქაღალდის ფული, არც ფასიანი
ქაღალდი არ ვარ, რომ გაანაღდო,   უბრალოდ კაპიკიანი ვარ, არ ვხურდავდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი