ცოცხალი მკვდრები
დასანანია ჩემს ჩემოდანში მხოლოდ სუნამოს ადგილი დარჩა... არა, უბრალოდ ვეღარ ვატევ რაღაც წვრილმანებს... საკუთარ სახლსაც ვეღარ ვაგნებ, ხილული ბრმა ვარ! დღეები დარჩა უმისამართო... ცოცხალი მკვდრები მკითხაობენ ჩემს ბედისწერას, არ მაქვს სურვილი მათი გახარების, ასე ადვილი არასოდეს ყოფილა ჩემთვის მგზავრობა, ერთი გაჩერებაც და ჩავენთები ბეტონის სიმხურვალეს, თხევად ლითონებს გავერევი და წავიკითხავ: " ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას"!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი