შური
ვინც კი არ მიცნობს, ეს მე ვარ შური, მიყვარს ის ხალხი, ვისი სურვილიც, არის რაც არ აქვს, იქონიოს ის, ამიტომ ყველას მეგობარი ვარ. ზოგი მიყურებს მე შავ ფერებში, ზოგიც აღმიქვამს, მე ალბათ თეთრად, რატომ არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს მე წყვდიადი ვარ ვაბრმავებ ყველას. ბინას დავეძებ იმ ალაგებში სადაც შევნიშნავ სიცარიელეს, ბრიყვნი მატარებს მათში ყოველ ჟამს, ბრძენს კი ჩემთვის აქვს ბლომად საზვერე, ბრძენს ვამბობ მისთვის მე მხოლობითში, რადგან ცოტაზე ვიტყოდი ასე, თვით ის კაციც კი, რომელიც ახლა ჩემზე ასე წერს, ოხ ეგ თავხედი, მოშურნე არის იმ ავტორების ვინც მიიჩნევს, რომ წერენ ლექსებს ხოლო ფურცელზე მათი ნაწერი, ქაღალდი არის საპირფარეშო. მაგრამ ამგვარი ჭე კლასის ხალხი, კმაყოფილია რომ პირფარეშობს, ახლაკი ერთხელ მე შეგახსენებთ, რომ მოგაკითხავთ მზის აისის ჟამს და მაშინ როცა ბოლო არილი, ღამის შემოსვლას მიესალმება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი