და ეს წერილი მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს🦋
ღიმილი მიყვარს, შენი სახის საამო ჩემო. და ეგ ტუჩებიც, როგორ ხვდება ყველა განსაცდელს. თვალებიც მიყვარს, მთვარის ფერი, მოლურჯო ჩემო. სწორედ ისინი, მთელს გალაქტიკას, რომ გაანათებს. ნაოჭიც მიყვარს, ღიმილის დროს, მკვეთრად რომ ჩნდება, დაე, ისინი ჩვენს სხეულებს გზებად დააჩნდეს. თითები მიყვარს, და თითების ნაზი შეხება. ეგ თითებია, განშორებისას წერდა ბარათებს. გიტარა მიყვარს, ეს სიმები, ნაზი ხმით ჩემო. ეს სიმებია, სწორედ ხვდება, ახლა ყველაფერს. ამ კლავიშებსაც, დარჩენია შენი შეხება. უშენოდ ყოფნა უწერია, ხვდება განაჩენს. წერილიც მიყვარს, ის წერილი შენ რომ მომწერე. არ დაასრულე მიხვდებიო, ყველა დანარჩენს. და ეს წერილი, ჩემგან მინდა სახსოვრად გქონდეს, რომ მარტოობის უეცარი შიში არ ახდეს. მე შენ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! ისე ძლიერ როგორც არასდროს. მზესაც კი მთვარე არ ჰყვარებია, ასე ძლიერად…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მზესაც კი მთვარე არ ჰყვარებია,
ასე ძლიერად…