განთიადი
ჩაფიქრებულა გარიჟრაჟი ახალი დილის, სახეს არ ტოვებს მონატრება, ოცნება მისი, და სასწაული, სიცოცხლეზე სიკვდილით მიდის, და მონატრება, არ ყოფილა ადვილი ტვირთი... გამოანათა, ფერი ნათლად გამოაჩინა, გამოანათა... გულს სიცოცხლე აღმოაჩინა, გამოანათა, სასწაული გამოავლინა, ტანჯულ სახეზე სითბო თვისი გამოაბრწყინა. ღამე ყოფილა მომქანცველი, სულისშემძვრელი, ტკივილი, დარდი, ოცნებები და ფიქრი ერთის, გაფრინდა წლები, გაიყოლა ლამაზი დღენი, გავიდა ხანი, გაიყოლა სიტკბოც და დარდიც. პარკში ხმაური... მხიარულობს ქალი და ბავშვი, სიცოცხლით ტკბება, გაიხარებს გულები მათი და სადღაც კაცი... ცხოვრებაა ძალიან მკაცრი... ობოლი ბავშვი... შეუცნობელ სიამის ფასით... ცხოვრება მკაცრი, მიუწვდომელ მწვერვალის მსგავსი, აუხდენელი ოცნებათა ფიქრების სივრცით, მიდის... მიჰყვება უვალ ბილიკებს ნაღველით, დარდით, გარეთ ნათელი... გაჭირვებულთ ბილიკი ბნელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი