მე თუნდაც


მე თუნდაც ჯვარს მაცვან
მოგონილ ბრალდებით,
არაფერს არ ვიტყვი
თავს არ ვემართლები,
სისხლი დამადინონ
მიმტვრიონ მალები,
მაინც ვპატიებ
არ გავუბრაზდები.
თუნდაც დამიმცირონ
გზა უკვე განვლელი,
ხმას არ ამოვიღებ
არ გავესარჩლები...
ამიკრან ბაგენი
სიტყვების სათქმელი,
გულში ვილოცებ და
მდუმარედ დავდგები...
მე თუნდაც ჯვარს მაცვან
მიმტვრიონ მალები,
მხოლოდ მადლობები
მექნება სათქმელი...
უფალთან წავალ და
იქ მდაბლად წარვსდგები,
მიწად დათმინებით
ცად გავემართლები...
თქვენგან განდეგილი
მასპინძლად დაგხვდებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი