წერილი მომავალს


დღეს აწმყოდან მოგიკითხავ ჯერთ უცნობო,
მოგიკითხავ, მოსაყოლი შემიქმნია,
მე არ ვიცი აწმყოს დღეებს რა ვუწოდო,
განსასჯელად წარსულისთვის მიმინდვია...
აგერ უკვე აბრახუნებს დროის რვალი,
ალაყაფებს საკეტური ვეღარ რაზავს,
შემოლეწავს, შემოანგრევს უცნაურ,
და ეს აწმყოც მიეცემა წარსულ ამბავს...
მომავალო - ლმობიერად მომიარე,
მომიხილე იარები ნაწყლულევი,
გამეცანი, მეგობრულად მესაუბრე,
მომიკითხე ისე როგორც მე მოგელი...
დღეს აწმყოდან მოგიკითხავ მომავალო,
მოსაყოლად მრავალი დღე შემიქმნია,
მე არ ვიცი რა შევცვალო, რას ვემსგავსო,
განსასჯელად წარსულითვის დამითმია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი