სამყარო
ვუყურებ თუ როგორ იცვლება თაობა, რატომღაც სიძველე ერევა ხეივნებს, ეს გული მარტოა კვლავაც ამ აღდგომას, და უფლის დიდებას მარტო იზეიმებს. არავინ კითხულობს, ხმის არ ჰყავს გამცემი, არა ჰყავს მომკითხი და გრძნობის გამხელი, ღიმილით დაფარა, მაგრამ ჩანს თვალებში, გრძნობის სიმარტოვე და სევდის თარეში... ჟამთა მსვლელობაში იცვლება თაობა, ხავსი მოსდებია ჩემი გზის ნაპირებს, ისევ სიყვარულით ვხვდები ამ აღდგომას, გრძნობას საპასუხოდ არავინ არ იღებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი