13 ივნისი
მაშინაც ასე ცხელოდა, მზე ცის კამარას სწვდებოდა, ბობოქარ ღამის ეპოქას დილით სითბოთი შველოდა... მაშინაც ასე ცხელოდა ცამეტი დილა დგებოდა, ცად მზის სხივების ერთობას ანგელოზთ დასი ერთვოდა. ღამემ დატოვა ნაღველი, ტკივილიანი სათქმელი, უკვე ვერაფერს ვერ ვშველით ჩაქრა სიცოცხლე თვალებში... მაშინაც ასე ცხელოდა, ცამეტი დღე თენდებოდა, სული ზეცის გზას ერთვოდა გულში დარდები რჩებოდა... მახსოვს ცამეტის დღე იყო, ხალხი ერთობამ შეიპყრო, მახსოვს მრავალი სანთელი და ლოცვა გულის ამნთები... მაშინაც ასე მზე იყო, მაისის იდგა ფერები, მას მერე ცრემლით ვიხსენებთ და ლოცვით მოვეფერებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი