დედა - ყველაფერია
ვეღარ ვიცანი შენში ის ქალი მრავალი წლის წინ რომ გავიცანი, სულ სხვა თვალები, სულ სხვა ფერია გული შეცვლილი - ბევრის მთქმელია, სიყვარულისთვის ქმნიდი სავანეს, მომავლის იმედს ფარჩად უგებდი, გშვენის ნაოჭი დაღარულ სახეს და სანატრელი დგება აისი..., ვეღარ ვიცანი შენში ის ქალი ახლად შობილმა რომ გავიცანი... ასაკთან ერთად სევდაც გწვევია ცოტად სიბერე შემოგრევია. შვილებისათვის ქმნიდი სავანეს, შენთვის სიკვდილიც არაფერია, სახეს ნაოჭი ვერას დაგაკლებს დედა - ეს სიტყვა მრავლის მთქმელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი