არ დავნებდები
ზამთრის სუსხისგან გაყინულ გულში, შემოდგომისგან შემრჩა იები, თოვლის ფანტელით დაფარულ სულში შემომრჩა გრძნობა განაციები. სადღაც ხევია, ღრიალებს ქარი, ქედების მიღმა საქართველოა, სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ ღირს თუ კი ღალატი გასამრჯელოა... სადღაც ობოლი წყალობას ითხოვს, ბუხართან მართავს სუფრას მავანი, გაჭირვებულის, დალხინებულის, ერთნაირია ბოლო აკვანი. ზამთრის სუსხისგან გაყინულ გულში კვლავ შემოდგომის შემრჩა ფერები, ბევრჯერ დავეცი, სისხლი ვიდინე, მაგრამ არასდროს არ დავნებდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი