უსათაუროდ


ზღვას ოხშივარი ასდის ნისლებად,
დადუმებულა თითქოს ბუნება,
ზამთრის ცივ ამინდს მინებებული
მზე მხოლოდ სხივით გვესალბუნება.
ზღვას ოხშივარი ასდის ნისლებად,
სიმშვიდეს არღვევს ტალღების ფეთქვა,
ერთ დროს მშვიდი და ერთ დროს მცინარი
დღეს მრისხანებით გაგვანდობს სევდას.
ზღვას ოხრივარი ასდის ნისლებად,
მთათა ხევებში ხრიალებს ქარი,
კლდოვან ნაპირებს ჩამოუყვება
მინდორს დაფარავს ალიონს ცვარი.
ზღვას ოხშივარი ასდის ნისლებად,
დადუმებულა თითქოს ბუნება,
და ზღვის ტალღები ცივი, მრისხანე
ცდილობს სამყაროს გადაბრუნებას...
............................................................
ზღვას ოხშივარი ასდის ნისლებად,
და გული ფიქრში ჩაიძირება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი