გულის ტკივილი
უკვე იმდენი წავიდა ღმერთთან, ერის მომავალს არ შერჩა გენი, ანგელოზები ფრინავენ ზეცად, მიწას მგლოვარე დაუდგა დღენი. ერთ დროს დიდების მიჯნაზე მდგარი ქართული სისხლი არღვევს კამარას, ცოდვით გაღჟენთილ წმინდა მიწაზე დედის ცრემლები ალბობს პატარას. ახალგაზრდები წავიდნენ ღმერთთან, მოგონებები შეგვრჩა სხვა დროსი, ჩვენივე ნებით, ჩვენივე ხელით ძეგლი დავუდგით ბოროტს აწმყოში... დედების სევდით ზეცა გაიპო, უმანკო სული ღმერთთან ღაღადებს და უფლის რისხვით დაუბრუნდება ცოდვით ხარება ეშმის დამქაშებს... უკვე იმდენი წავიდა ზეცად რომ მომავალი არ შეგვრჩა გენი, ანგელოზებად სახლობენ ღმერთთან და მიწას ალბობს ცრემლები დედის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი