ვარ მელექსე
პოეტობას არ ვიბრალებ - ვარ მელექსე, არც სიმდიდრის არ გეგონოთ მფლობელი, ჩემი ბინა ფურცლებშია დაბუდული, ოთახები სტრიქონების მორევში... გზას ვიკვლევდი, ნაწერებში დავდიოდი, მუზას ვკრეფდი ცხოვრების რთულ მორევში, რითმებს შუა ნააზრევი ჩავაქსოვე და ლექსებით გადმოვეცი გრძნობები... პოეტობას არ ვიბრალებ, ვარ მეხოტბე, სილამაზე გამოვსახე სტროფებით, ჩემი სახლი ფურცლებშია ასახული, სიყვარლით ვცხოვრობ მე თქვენს გულებში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი