ქალი? - ქალი ნაზია


ქალი? - ქალი ნაზია, როგორც სურნელი ვარდის,
ირგვლივ ეკლები ჯარად არტყია მოელვარე და ბასრი.
ქალი? - ქალი მსგავსია ცხოვრების ერთი წამის,
როცა სიცოცხლე დროში გაჩერდა მარადისობის სახით.
ქალი? - ქალი მსგავსია, როგორც მყინვარი მთაში,
ამოუცნობი, ნაზი, სასტიკი, მომნუსხველი და მკაცრი,
ქალი? - ქალი ოცნება და უკვდავება არის,
ქალი - ქალია, ქალი - დედაა, ქვეყნად არა ჰყავს მსგავსი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი