ვერ ვიქნებოდი?..
ვერ ვიქნებოდი მე დღეს პოეტი თუ ვიცხოვრებდი მე სადმე სხვაგან, არ მექნებოდა მსგავსი განცდები არც სიყვარულის ასეთი აღქმა, ვინ ვიქნებოდი? - მართლა არ ვიცი რომ ვერ ვისმენდი ტკბილ იავ-ნანას, ცისკრის ალიონს ვერ ვიხილავდი კავკასიონის მთათა ქარავანს. მდინარის ნაცვლად, ნაცვლად ხევების ღვთისგან ნაბოძებ წალკოტის ნაცვლად ჩემს მოგონებებს შემორჩებოდა ხელით ნაქსოვი ძონძების ფარდა. არც პურმარილის მექმოდა ფასი არც სიყვარულის კაცური განცდა, თუ მე იმ ქართულს ვერ შევიცნობდი სად წინაპარმა ტაძარი დადგა. პატარა კახის, მეფე ერეკლეს, დიდი თამარის ნაკვალევს ვდგავარ, მე იმ ქართველის მომავალი ვარ ვინც მტერს ხვდებოდა უფლის ამარად. არ მექნებოდა მე წმინდა გრძნობა, პატარა ქვეყნის დიდ გულს რომ დაჰყვა, მხოლოდ წიგნებით შევიმეცნებდი ვერ გაუტეხელ გმირების ამბავს. ვერ ვიქნებოდი მე დღეს ქართველი თუ ვიცხოვრებდი სხვა ქვეყნის ქალაქს, არ მექნებოდა გული ნათელი და სიყვარულის ასეთი განცდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი