ხვალ?.. - შეიძლება...


ხვალ შეიძლება მერქვას პოეტი
- ხოტბა-დიდებით მიხმობდეს ხალხი,
ხვალ შეიძლება მეფედ მაკურთხონ
- მოოქროვილი დამიდგან ტახტი,
ხვალ შეიძლება ვიყო მდიდარი
- ოქრო და ვერცხლი მეყაროს თვალწინ,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება:
სითბოთი სავსე ღარიბი სახლი,
მამის ხელები - შრომით დაღლილი,
თვალები სევდით, გრძნობით ავსილი
და სიხარული გულში გაზრდილი
შვილებზე ფიქრში ღამე განვლილი.
დედა მზრუნველი, ცრემლებ-დაღვრილი,
ქარტეხილებში წლებ-გამოვლილი,
ჩემი სახლი და ჩემი ადგილი
და ჩემი კერა ჯერ არ დაცლილი...
ხვალ შეიძლება ვიყო გლახაკი,
მენატრებოდეს თბილი ალაგი,
ხვალ შეიძლება ვიყო მრავალში
ვინც დაარწია შვილის აკვანი...
ხვალ შეიძლება სულაც არ ვიყო,
ცხოვრებამ ჩემი წლები წაიღოს,
დედამ ცრემლებით თვალნი დაილბოს,
მამამ დარდები გულში ჩაიდოს...
ვთხოვ არ იდარდონ რაც უნდა იყოს,
მათ მე მაჩუქეს სიცოცხლის სითბო...
ხვალ შეიძლება მე ზეცად ვიყო,
მათი ამაგი - ღმერთთან წავიღო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი