დედებს


დედა - ეს სიტყვა ერთადერთია,
გულის ძგერა და უფალი ღმერთია,
დედა - ყველასთვის მხოლოდ ერთია,
შვილზედ მლოცველი, დამფარველია.
დედა - ხანდახან სევდა გწვევია,
თვალზე ცრემლები შემოგჩვევია,
თმაში ჭაღარა გამოგრევია
გულში ნაღველი დაგსახლებია.
დედა - შემოქმედს ზეცად სწვევია,
შვილზე ზრუნვაში უთენებია,
დედა - ღვთისა და დედა ჩვენია,
ქალი ბევრია... დედა ერთია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი