მონაპოვარი


ლამაზად წერა მარგუნა ღმერთმა,
ლექსები გულის ჩუმი ცრემლია,
არც დიდება და არც ოქროს კოშკი,
ფურცელს ნაწერი შემორჩენია.
სიტყვების მარაგს ვაწყობ რიგებად,
გულში დარდები შემომჩვევია,
არც გაზაფხულის ქარები არ ქრის,
და ზამთრის სუსხიც შემომკლებია.
როცა დიდებას ელტვოდა ხალხი,
მე ლუკმა - შრომით მომიპოვია,
არც მიწიერი მხიბლავს საუნჯე,
და არც გვირგვინი მომითხოვია.
უბრალოებას ვეძებდი ქვეყნად,
ტანთ მხოლოდ ტილო მომიმოსია,
მე სამყაროში მოვედ ეულად,
და სიყვარული მომიპოვია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი