პაპა-ბებოს
ნაადრევად შეგერიათ ჭაღარა, გულში მაინც სიჭაბუკე ცელქობს, სითბოთი და სიყვარულით ავსილი ისევ მახსოვს ჩემი პაპა-ბებო. დრომ თავისი გაიტანა დროებით, დანაოჭდა სახე - მომცინარი, არასოდეს არ იქნება ადვილი განშორება თქვენთან თუნდაც წამით. ისევ მახსოვს ბებო შენი ძახილი, დარწეული აკვნის მესმის ჰანგი, სითბოთი და მზრუნველობით ავსილი პაპის ხელით ნაშენები სახლი. შემოდგომით მოწეული ვენახი, ოქროსფერად მოელვარე ვაზი, ქვევრში ღვინო მობობოქრე, ცქრიალა დასალოცად მორთმეული ყანწით. მახსენდება მთის ფერდობებს მდებარე, უკვე მშვიდი ძველი ეზო, კარი, ეხლა თითქოს სიმყუდროვე დამდგარა, აღარ ისმის ჟრიამული ხალხის. ორ მხარეში, ქვეყნის ამ ორ კუთხეში, მე სიმდიდრის ორგან მქონდა სახლი, ეხლა თითქოს სანახევროდ დავობლდი, და ნაწილი გამიფრინდა ცაში. ნაადრევად შეგერიათ ჭაღარა, გულში მაინც სიყვარული მეფობს, შვილიშვილზე სიყვარულით მზრუნველი მახსენდება ჩემი პაპა-ბებო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი