სინანული


მე დავარღვიე დღეს ყველა მცნება,
მე დავარღვიე კანონი საღვთო,
ფეხ ქვეშ გავთელე მე ათი მცნება,
და მე უფალი გავეცი სათნო.
მე დავარღვიე დღეს ყველა წესი,
დანატოვარი წმინდა წერილი,
მე დავარღვიე წმინდა ტაძარი
სადაც ლოცვისას მდიოდა ცრემლი.
ხვალე ცოდვილი შენდობას შევთხოვ,
სამართლებელი არა მაქვს წესი,
მე დავარღვიე ის ერთადერთი
რაც მინათებდა სიცოცხლეს ბნელში.
მე დავარღვიე დღეს ყველა მცნება
და დღეს გავეცი უფალი ღმერთი,
მე დავარღვიე ყველა კანონი
და კვლავ ცოდვაში ჩავდექი ნებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი