** ** **


უკვე ცხოვრებამ ბევრჯერ დამაგდო,
დაგდებულ გულზე დამრჩა იარა,
მაინც არც ერთხელ არ დავუნებდი,
თუმცა მრავალჯერ გადამიარა.
არ შევუშინდი ბობოქარ ტალღებს,
ცხოვრების ნებას არ ვანდე თავი,
თავის-უფლება ღმერთმა მიბოძა
და ვერ წამართმევს ქვეყნად ვერავინ.
ვეკვეთებოდი დინებას აღმა,
დაუდგრომელი ყიოდა გული,
ვიცი ცხოვრება კიდევ დამაგდებს
და წამოდგომა იქნება რთული.
ასე ჭიდილში გავიდა წლები,
სითეთრეც მალე დაკრეფს ჭაღარას,
ქარტეხილებთან ნაომარ დღეებს
მოგონებები გადაეფარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი