ჯვარცმა
უფალი ჯვარს აცვეს ლოცვაც არ აცალეს, ქვეყნის შემოქმედი ბოროტზედ გაცვალეს. უფალი ჯვარს აცვეს, ტირის ცა და მიწა, ჯვარცმის მოზიარე ბუნებაც გაირინდა. უფალი ჯვარს აცვეს, აცვეს შემოქმედი, მამა ღვთის გზავნილი ცოდვილთა მორევში, წინა დღით მორიგდნენ, ვერცხლით დაძმობილდნენ, ამბორით გაყიდეს ღმერთი შემოქმედი. გაროზგეს, გაშოლტეს, სისხლი დაადინეს, ჯვარს აცვეს... სამოსი ტანთ შემოახიეს. დამაშვრლად დამდგარი კვლავ მათზე ტიროდა ,,შეუნდე მამაო''... და ცრემლი სდიოდა... უფალი ჯვარს აცვეს, გლოვობს ცა და მიწა, დარდის მოზიარე გულები გაირინდა... ......................................... ჯვარს აცვეს უფალი ქვეყნის შემოქმედი და ჩვენ ცოდვილები ნეტავ რას მოველით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი