დავიჩოქებ - სიყვარულთან
დავიჩოქებ... დავიჩოქებ მხოლოდ შენს წინ, თავის დახრა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ, და ვილოცებ, და ვილოცებ მხოლოდ შენთვის, სიყვარული ჩემთვის კრძალვით სათქმელია... დაგიჩოქებ ვით დედოფალს, გეკრძალები, არ იფიქრო რომ სათქმელი დამლევია, მოშორებით მე შენს პასუხს ველოდები, ეგ თვალები ჩემთვის წმინდა სარკმელია... დაგიჩოქებ... დავიჩოქებ მხოლოდ შენს წინ, თავის დახრა მხოლოდ შენს წინ შემძლებია, და ვილოცებ... და ვილოცებ ღმერთთან შენთვის, სიყვარული ჩემთვის წმინდა სათქმელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი